ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის დროს ადგილზე 25 მოზარდი იმყოფებოდა – პროკურორი საქმის დეტალებზე

პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის დროს ტერიტორიაზე 12-13 მოზარდი კი არა, 25 ბავშვი ფიქსირდებოდა.

პროკურორმა დღეს, პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის წევრებს, ფოტომასალების საშუალებით დეტალურად გააცნო 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მომხდარი მკვლელობის სურათი.

მისივე ინფორმაციით, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის 9-ე კლასელებს თ.ჩ-სა და ა.ს -ს კონფლიქტი მოუვიდათ 11-ე კლასელებთან. ა.ს. – დახმარება სთხოვა თავის დეიდაშვილს მ.კ-ს, რომელიც მივიდა მის 5 მეგობართან ერთად ერთი ავტომობილით. ამათ შეხვდათ დ.ღ და გადაწყვიტეს გასცლოდნენ სკოლის პერიმეტრს. ავიდნენ ნანგრევებთან, იქ ცოტა ხანი დაჰყვეს და გადაინაცვლეს ხორავას ქუჩაზე. ბავშვების ნაწილი არკაში იდგა. როცა დაიწყო ხელჩართული ჩხუბი, ისინი ეზოში შევიდნენ და მათთან ერთად ტერიტორიაზე N51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ, დაახლოებით 25 ბავშვი.

” 10-მდე პირი შეიკრიბა თავიდან შესარიგებლად სასაუბროდ. ​როგორც თვითონ ამბობენ, დ.ნ-სა და თ.ჩ-ს შორის შედგა საუბარი და ფაქტობრივად ვითარება წავიდა შერიგებისკენ. ამ პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის მოხდა შელაპარაკება. მოხდა შეგინება. როგორც გ.ჯ იძახის დათომ მას ესროლა სიგარეტის ნამწვი, ე.წ ბიჩოკი. როდესაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, გადაინაცვლეს ფარდულთან 3-4- მეტრის დაშორებით ტერიტორიაზე. დათო სარალიძესა და ძირითადად გ.ჯ-ს შორის მიდიოდა ძირითადად კონფლიქტი. თუმცა პარალელურად ჩხუბი 3 ადგილას ერთდროულად მიდიოდა”, – აცხადებს ზვიად ფხაკაძე.

მსგავსი თემები