სოფო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა

სოფო ქაცარავა, რომელმაც დეპუტატის მანდატი ნოემბერში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ დატოვა, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სოფო ქაცარავა არის იმ 12 დეპუტატს შორის, რომლებმაც უმრავლესობის რიგები პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ დატოვეს. 

ამის შემდეგ ქაცარავას ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაუკეთებია. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია დაინიშნა, საბერძნეთში კი – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით დონდუა.

მსგავსი თემები