რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილი ენმ-ს წევრებთან ერთად იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლები ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რესტორანში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დღეს გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი.

ადგილზე იმყოფება გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.

მსგავსი თემები