“მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა” – ევროპარლამენტარი

“ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე ყოფილი პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას.

“წესების შეცვლისა და ოპოზიციის დევნის გზით, მიმდინარე წლის არჩევნებში ყველაფრის ფასად გამარჯვება ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე აისახება”, – წერს ევროპის სახალხო პარტიის წევრი “ტვიტერზე”.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

მსგავსი თემები