„არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ“ – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა. ღარიბაშვილმა, მერაბიშვილი კრიმინალად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრის დღევანდელი განცხადებები ღიმილის მომგვრელი იყო.

„არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში მართავდნენ ამ რეჟიმით, ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

მსგავსი თემები