მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სააკაშვილი წერს, რომ მიესალმება ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.

ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ ამაყობს ვანო მერაბიშვილის გაუტეხლობით, შემართებითა და სიმტკიცით.

ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყველას შერიგებისკენ მოუწოდებს.

„მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“ ,- დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. 

მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა.

მსგავსი თემები