“სკუნსთა მოდგმა ქართულ პოლიტიკაში” – გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე

“თუკი ხატოვნად ვიტყვით, ეს არის რაღაც სკუნსთა მოდგმა. მათ არა მარტო მეგაფონით გვიყვირეს, არამედ საშინელი სუნი დააყენეს და შემდეგ გავიდნენ დარბაზიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ გუშინ გამართული პერფორმანსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ვინც მათ გვერდით დგას, საქართველოს ოკუპაციის საკითხზე პასუხისმგებლობას იზიარებს.

„თუ ვინმეს ნიშნის მოგებით უნდა ისაუბროს ან რუსეთთან ურთიერობაზე ან ქართული ინტერესების დათმობაზე, ნამდვილად არ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეგაფონების გარშემო არიან გაერთიანებული და პირში ეს სასტვენები უდევთ და ამ ტელე მიკროფონებით დასდევენ ხალხს. ესენი არიან ზონდერები, რომლებმაც თავის დროზე ჩაიდინეს მძიმე დანაშაული. გარდა ამისა, თუკი ხატოვნად ვიტყვით, ეს არის რაღაც სკუნსთა მოდგმა. მათ არა მარტო მეგაფონით გვიყვირეს, არამედ საშინელი სუნი დააყენეს და შემდეგ გავიდნენ დარბაზიდან. ახლა მეგაფონებით შემოვარდნენ. აი ეს არის მათი სახე, მაგრამ ამის უკან კიდევ უფრო სერიოზული დანაშაულები დევს, რასაც ჰქვია სახელმწიფო ეროვნული ინტერესების გაყიდვა პირად ინტერესებზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს.

მსგავსი თემები