სამოქალაქო აქტივისტები ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას ითხოვენ

“მოხდა ყოვლად ამორალური შემთხვევა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა პარლამენტში. ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ჩვენ ვართ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ევროპული ღირებულებები გაგვაჩნია და ნებისმიერი სიმბოლიკა, რომლითაც გამოხატული იქნება საბჭოთა კავშირი იქნება სირცხვილი და ამ სირცხვილს ვაპროტესტებთ. აქციები აუცილებლად გაგრძელდება, ვიდრე ეს სირცხვილი იარსებებს”, – ეს განცხადება სამოქალაქო აქტივისტებმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მას შემდეგ გააკეთეს, რაც ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა – ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი, არჩილ თალაკვაძის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გააჟღერეს.

https://mcm.ge/%e1%83%9e%e1%e1%83%a0%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-2/

მსგავსი თემები