მამუკა მდინარაძე გომელაურის დანიშვნაზე ოპოზიციის განცხადებაზე – აბა სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა?

მდინარაძისთვის გაუგებარია ოპონენტების ლოგიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში კადრები ივანიშვილის გარემოცვიდან ინიშნებიან.

„რა ლოგიკას ავითარებთ ვერ ვხვდები, ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობთ, ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა“-ამ სიტყვებით მამუკა მდინარაძე ოპოზიციის რეპლიკას გამოეხმაურა.

დღეს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.

მსგავსი თემები