“გადაწყვეტილება პრობლემურია და ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას” – ჰარცელი შოთაძის დანიშვნაზე

“ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო”, – ასე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას.

ჰარცელი ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნას პრობლემურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას.

​„მხედველობაში მივიღეთ ბატონი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა. ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში, მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემურია და ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც ვფიქრობ, დღესდღეობით ზოგად პოლიტიკურ გარემოში არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები