„აფხაზები, ოსები, ქართველები და აზერბაიჯანელები ბაქოში შევიკრიბებით“ – ალი ბაბაევი

„აპრილში, ბაქოში აფხაზები, ოსები, აზერბაიჯანელები და ქართველები შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ იმ გზებზე რამაც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში შესაძლოა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზები დაგვანახოს და დიალოგამდე მიგვიყვანოს“- ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თამჯდომარემ ალი ბაბაევმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა.

ალი ბაბაევი თვლის, რომ სახალხო დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სწორედ ამიტომ დიდი ხნის მეგობრებმა აპრილში ბაქოში შეხვედრა დაგეგმეს.

„ჩვენ მიუხედავად კონფლიქტისა მთელი ამ დროის მანძილზე მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, გადავწყვიტეთ შევიკრიბოთ ბაქოში, აქედან ბევრი მეგობრები ვართ, ზოგი ჩემი სტუდენტი იყო, უკვე ბევრმა მათგანმა გამოთქვა შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი, ეს სახახლო დიალოგი იქნება მაგალითი პოლიტიკოსებისთვისაც“-განაცხადა ალი ბაბაევმა.

ბაბაევის სურვილია შეხვედრებმა სისტემატიური ხასიათი მიიღოს, რადგან თვლის, რომ მშვიდობიან დიალოგს მხარეებს შორის ალტერნატივა არ აქვს.

მსგავსი თემები