უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს

საქართველოს უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მოგახსენოთ სიახლე. მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს. ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები