თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა

დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

ამასთან, აღინიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.

მსგავსი თემები