“ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი სასოწარკვეთილი დიასახლისები არიან” – ირაკლი კობახიძე

“ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას რუსეთის უკანასკნელი მოჰიკანები უწოდა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი კი სასოწარკვეთილი დიასახლისები არიან, რომლებსაც გუშინდელი დღის შემდეგ რაღაც უნდა მოეფიქრებინათ,” – განაცხადა კობახიძემ, მანვე ელენე ხოშტარიას რუსეთში მიღებულ განათლებაზე გააკეთა აქცენტი.

“ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი, მან განათლება რუსეთში მიიღო. ყველას კარგად ახსოვს რა სამსახური გაუწია “ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსეთს”, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის აჟღერებას გამოეხმაურა.

მსგავსი თემები