ჩინეთში, კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა

როგორც მედიით ვრცელდება ინფორმაცია, ჩინეთში, კორონავირუსით უხანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით 1716 ექიმი იყო დაინფიცირებული და 6 მედიცინის მუშაკი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკით, უშუალოდ  ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 70,635 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1,772 გარდაცვალება. რაც შეეხება ჩინეთის საზღვრებს გარე ტერიტორიას, ვირუსით 30-მდე ქვეყანაში 689 ადამიანია დაინფიცირებული.

მსგავსი თემები