პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

თელავში, პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

მანამდე კი, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა რამდენჯერმე იმსჯელა და მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეხება დაადასტურა. 

შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. მშობლის ინფორმაცით, მოსწავლე მასწავლებლის მოთხოვნას, საკლასო ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით არ დაემორჩილა, რის გამოც მას პედაგოგმა ხელი ჰკრა.

მსგავსი თემები