ნარჩენების მართვის თემაზე კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

  •  

ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თემაზე 17 თებერვალს ქალაქ თელავში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმა ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის ადგილების გამოყოფა და საინფორმაციო ბანერის განთავსების ორგანიზება.

პროექტის ფარგლებში “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია  “ეკოლაიფი” კახეთის 4 მუნიციპალიტეტში, დაგეგმილია 7 ადგილზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის ურნების განთავსება. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, თუ რატომ არის აუცილებელი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, როგორ უნდა მოხდეს 7 ლოკაციიდან ნარჩენების დროული გატანა და გადამამუშავებლი კომპანიებისთვის მიწოდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, იგეგმება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტირება სამიზნე მუნიციპალიტეტებში. იმისთვის, რომ ნარჩენები სწორად დახარისხდეს და განთავსდეს შესაბამის ურნებში, „ეკოლაიფმა“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართა შეხვედრები, ტრენინგები, სწავლებები რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სასტუმროებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დამზადდა სოციალური ვიდეორგოლი ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოწოდებით, რომელიც გავრცელდა სოციალური მედიის საშუალებით. ამავდროულად გადაეცა სახელმწიფო რწმუნებულის აპატარსა და მუნიციპალუიტეტებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიისთვის.

პროექტი „საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ხორციელდება WMTR II პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN USAID-ის მხარდაჭერი.

მსგავსი თემები