ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა

  •  

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა.

„ორი აფთიაქის შემოწმებისას ქართული წარწერებით აღმოჩნდა და მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვა „ვალტარენი“, „ფლუკოლდი“, „კრესტორი“, „ჰემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პუსი“ და სხვა მედიკამენტები, რომელსაც ქართული წარწერები აქვს“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

სააგენტო, „კომინფი“ წერს, რომ სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება ე.წ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად.

მსგავსი თემები