ხვალ, ოპოზიცია ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ, პარლამენტთან პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად, სირცხვილის დერეფნები მოეწყობა და გაიმართება საპროტესტო აქცია.

“ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას, შევიკრიბოთ პარლამენტის გარშემო და გავაპროტესტოთ, იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ, ჩვენ ვართ ერთიანები და არ შევეგუებით ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს, რაც დღეს ხორციელდება. ირაკლი შოთაძე – ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთადერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ლიდერების,” – განაცხადა ვაშაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს იგეგმება, ხვალ კი მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. 

მსგავსი თემები