“ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მან „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ არის ეროვნული ერთობა, არ არის ევროპული გზა. ამას ვერ ვუყურებ. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევნის მისიას ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს მარგველაშვილი.

მსგავსი თემები