“ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, შეყვარებული ვარ საქართველოზე” – კლაუდია როთი

„მე ვიტყოდი, რომ ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ამ შესანიშნავ ქვეყანასა და ხალხზე“, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა კლაუდია როთმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მიუნხენში, 56-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა რუსულ ოკუპაციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას.

კლაუდია როთმა აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული, ხალხს იტაცებენ დ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. 

„მე ვიყავი იქ. იმ ადგილს საზღვარს ვერ დავარქმევ, რადგანაც ის საქართველოს ფარგლებშია. მე ვესაუბრე ხალხს, რომელიც ტიროდა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რომლებსაც იტაცებენ.

ჩვენ, ევროპელებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონში საქართველოს ენიჭება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ“, – განაცხადა კლაუდია როთმა. 

მსგავსი თემები