საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება – GWP-ის განცხადება

საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანიაში წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად ქსელის დაზიანებას ასახელებენ.

“გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩის მე-2 შესახვევთან კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. GWP-ის ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში რთულ ტექნიკურ აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ.

სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – აღდგენილი ქსელი გაირეცხება, ლაბორატორიულად შემოწმდება და წყლით შეივსება. წყალმომარაგება საღამოს 18.00სთ-ზე აღდგება,”- ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს. 

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

მსგავსი თემები