ტრამპი კონგრესის თანხმობის გარეშე ირანში სამხედრო მოქმედებებს ვეღარ დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობას უზღუდავს. 

კენჭისყრამდე, სენატი ტრამპმა გააფრთხილა, რომ არ აენთო მწვანე შუქი ამ რეზოლუციისთვის.

„ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სენატმა არ მისცეს ხმა ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილებების შესახებ რეზოლუციას. ჩვენ ირანთან მიმართებით კარგად გვაქვს საქმე და ახლა სისუსტის გამოვლენის დრო არ არის. ამერიკელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ტერორისტ სოლეიმანიზე თავდასხმას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები