თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე ერთ პირი დააკავეს

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი „სუბუტექსი“, „ბუპრენორფინის“ შემცველი ფხვნილი, ხუთი აბი „ექსტაზი“ და ერთი შეკვრა “მდმა”.

“გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დანაშული ხუთიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

მსგავსი თემები