„ქვეყანა მართლაც რომ სისხლში ცურავდა, კონგრესმენებს ხმა არ ამოუღიათ, სად იყვნენ მაშინ?!“ – შვილმოკლული მშობლები

„მართლა რომ სისხლში ცურავდა ქვეყანა, წარმოუდგენელ უბედურებაში ვიყავით 21-ე საუკუნეში, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და კლავდნენ. სულხან მოლაშვილის ბავშვი სიკვდილის პირას მიიყვანეს და ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან, რომ მიტინგიდან წამოსული, ცოცხალი დარჩენილიყო. სად იყვნენ ამ დროს კონგრესმენები“ – ეს განცხადება შვილმოკლული მშობლების სახელით ია მეტრეველმა და გულიკო გამცემლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, ეს ის კონგრესმენები და სენატორები არიან, რომლებიც მოსყიდული ჰყავთ. 

„9 წელი გავუძელით წამებას და არ მახსენდება არც ამერიკის, არც კონგრესის აქტივობა,  სად არ ვიხვეწებოდით, ვის არ ვაჩვენებდით ამ ჩვენ ტრაგედიას, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა მე არ მახსენდება და არანაირი გამოხმაურება. სწორედ დღეს, აი, ეს კონგრესმენები, რომლებიც მხარს უჭერს „ნაციონალურ რეჟიმს“ ისევ და ისევ მათ უდგას მხარში. ეს ის ხალხია, რომლებსაც ძალიან დიდ ფულს უხდიდა სააკაშვილი და მისი მომხრეები, რომლებსაც  მთელი საქართველოს ფული აქვთ წაღებული და მე დარწმუნებული ვარ, დღესაც ამ ფულებით ჰყავთ მოსყიდული ეს ხალხი და ალაპარაკებენ. მათი აზრი ბევრს არაფერს ნიშნავს და არაფერს წყვეტს. მსოფლიო მხოლოდ 3 კონგრესმენით არ შემოიფარგლება“ – განაცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები