რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსახლეობის 35 პროცენტი ენდობა – ნდობა თითქმის ორჯერ არის შემცირებული

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსახლეობის 35 პროცენტი ენდობა, რაც ნიშნავს, რომ წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პუტინს ნდობას უცხადებენ, თითქმის ორჯერ არის შემცირებული. 2017 წლის მონაცემებით, რუსეთს პრეზიდენტს მოსახლეობის 59 პროცენტი ენდობოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ლევადა ცენტრის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავდროულად, უცვლელი რჩება მათი რაოდენობა, რომლებიც პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებენ, ეს მაჩვენებელი 67-70 პროცენტამდე მერყეობს. ლევადა ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ამის მიზეზია,  რომ მოსახლეობა პუტინის საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს.

რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგი ლავროვი იკავებენ. 2017 წელთან შედარებით, შოიგუს რეიტინგი 23 პროცენტიდან 19 პროცენტამდე შემცირდა, ლავროვის კი, 19-დან 17 პროცენტამდე დაეცა.

გამოკითხვა 23-29 იანვრის პერიოდში ჩატარდა და მასში 1603-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი თემები