მწვერვალ თეთნულდზე ზვავმა ჩეხი ტურისტი მოიყოლა

  •  

მწვერვალ თეთნულდზე ზვავმა ჩეხი ტურისტი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. მათივე ცნობით, ტურისტი ზედა კიდურების დაზიანებებით მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

მსგავსი თემები