910 გარდაცვლილი – კორონავირუსით 40 000-ზე მეტია ინფიცირებული

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 910-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 908 ადამიანია დაღუპული. ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა ჰონგ კონგში, ერთი კი ფილიპინებზე.

მთელი მსოფლიოს მაშტაბით, კორონავირუსით 40 710 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 171 ჩინეთში, 539 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

მსგავსი თემები