“უშუალო კომუნიკაციის შემდეგ, კონგრესმენების ტონალობა და განცხადებები არის შეცვლილი” – დიმიტრი ხუნდაძე

“უშუალო კომუნიკაციის შემდეგ კონგრესმენების ტონალობა და შინაარსობრივი განცხადებებიც არის შეცვლილი, ისინი აფიქსირებენ, რომ საქართველო და ამერიკა, როგორც არასდროს, არიან ძალიან ახლოს ერთმანეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალობაა ის, რომ საქართველო-ამერიკის შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არსებობს.

„თქვენ ნახეთ, რომ იმ კრიტიკული წერილის შემდეგ ოპოზიციამ ნაადრევად აღმართა ალამი და ეგონათ, რომ საარჩევნო სისტემა სადღაც წყდება. ოდირის დასკვნაშიც ნათლად არის წარმოდგენილი, რომ ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომელი საარჩევნო სისტემა შეიმუშაოს, მაგრამ ასევე მინდა, გითხრათ, რომ ეს იყო დისკომუნიკაციის ბრალიც და ხედავთ, რომ უშუალო კომუნიკაციის შემდეგ იგივე კონგრესმენების ტონალობა და მათი შინაარსობრივი განცხადებებიც არის შეცვლილი. ისინიც აფიქსირებენ, რომ საქართველო და ამერიკა, როგორც არასდროს, არიან ძალიან ახლოს ერთმანეთთან, მათი ინტერესი არის ერთი და ამ ინტერესს ისინი ერთად განახორციელებენ. რეალობაა ის, რომ საქართველო-ამერიკის შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები