ქვეითებისთვის ორიენტირებული ქალაქი ბაქო – „მედიაცენტრი მთავარის“ ფოტო კოლაჟი

გაკრიალებული ქალაქის ქუჩები, ულამაზესი პარკები და სკვერები, მოწესრიგებული სანაპირო და კომფორტული ქალაქი, სადაც კომფორტი ნებისმიერ ადგილას იგრძნობა – ასეთია აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო. „ქვეითებისთვის ორიენტირებული ქალაქი“,  ასეთი შეფასებაც კი შეიძლება, რადგანაც, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზედა გადასასვლელები იმდენად თანამედროვე და კომფორტულია, ქუჩის გადაკვეთას არც კი გაიფიქრებ.

აქ არავის მოუვა აზრად, რომ პარკსა თუ სკვერში განთავსებული  დეკორაციები დააზიანოს ან დაამტვრიოს. ვერც ადამიანს ნახავთ, ვინც ნაგავს ქუჩაში გადააგდებს, ყველა უფრთხილდება იმ სილამაზესა და კომფორტს, რაც ადგილობრივებისა და დამსვენებლებისთვისაა შექმნილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმდენად მოწესრიგებულია,   მოგინდება, იმგზავრო. დამსუფთავებლები თითქმის მთელი დღე ფუსფუსებენ, პარკებში ხან მწვანე საფარს აგებენ, ხანაც ყვავილნარს აახლებენ.

„მედიაცენტრი მთავარის“ ფოტოკოლაჟი შესაძლებლობას მოგცემთ, ამ ყველაფერში თავად დარწმუნდეთ.     

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკაგულუასპეციალურად „მედიაცენტრიმთავარისთვის“ ბაქოდან.

მსგავსი თემები