“თქვენ ისედაც ჩვენიანები ხართ” – აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარე საქართველოზე

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ბაქოში, სასტუმრო „ჰილტონში“ გახსნილ მედიაცენტრში არჩევნებთან დაკავშირებით პირველი პრესკონფერენცია უკვე გამართა. როგორც კომისიის თავმჯდომარე განაცხადა, „მილი მეჯლისის“ არჩევნებს 199 ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს და აქედან 147 უცხო ქვეყნის ჟურნალისტია.

„აზერბაიჯანში,  რიგგარეშე არჩევნებში  5 328 460 ამომრჩეველი ამომრჩეველი მონაწილეობს. საკმაოდ მაღალი ინტერესია საერთშორისო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. არჩევნების მიმდინარეობის პროცესს 883 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება,  რომლებიც  59 საერთაშორისო ორგანიზაციისა და 58 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება“ – განაცხადა მაზაჰირ პანაჰოვმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკურ პარტია „ახალ აზერბაიჯანს“ არჩევნებში 122 კანდიდატი ჰყავს, პარტია „მუსავატს“ – 23; პარტია „უმიდს“ – 19 კანდიდატი; პარტია „სახალხო ფრონტი ერთიანი აზერბაიჯანისთვის“ კი 13 კანდიდატი; „აზერბაიჯანის ვაჰიდმა“ – 12 კანდიდატი წარადგინა.

ამ დროისთვის, არჩევნები უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს. დღის პირველი ნახევრისთვის კი მოსახლეობის აქტივობა დაბალია.

P.S. პრესკონფერენციაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ის რამდენიმე ქვეყანაც დაასახელა, რომლის წარმომადგენლებიც არჩევნებს აშუქებენ. თუმცა, საქართველო არ უხსენებია. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, პირადად მივედი მასთან, გავეცანი და ვუთხარი, რომ საქართველოს წარმომადგენელი ვარ და  ჩვენც ვაშუქებთ  არჩევნებს. მაზაჰირ პანაჰოვმა ხელი გადამხვია და მითხრა, რომ ჩვენ ისედაც “მათიანები” და მეგობრები  ვართ და მთელი დღის განმავლობაში მოგვიწევს კომუნიკაცია.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

ეკაგულუასპეციალურად „მედიაცენტრიმთავარისთვის“ ბაქოდან.

     

მსგავსი თემები