კობი-გუდაურის გზაზე, ტრაილერების რიგი დგას – მოძრაობა უამინსობის გამო, შეზღუდულია

კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია. ადგილზე ტრაილერების რიგია, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების მძღოლები საზღვრის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ. 

გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ იწყება.

განსაკუთრებული წესები ამოქმედდა ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული, მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ატარებენ შუხუთი-მამათი-ძიმითის გზის გარკვეულ მონაკვეთზეც.

მსგავსი თემები