“გვაქვს სერიოზული რესურსი, რომ ყველა შემთხვევის ლაბორატორიული გამოკვლევა ვაწარმოოთ” – ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის გამო, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმი საზღვრებზე, თერმული სკრინინგი და მგზავრების შემოწმებაა. ქვეყანა მწვანე ზონაშია. ჯერჯერობით არც ერთ პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა ახალი ვირუსი არ აღმოაჩნდა.

“თუ რაიმე საეჭვოა, მაშინვე ხდება ამ ადამიანის ევაკუირება ინფექციურ საავადმყოფოში და შემდგომ იქ მიმდინარეობს ღრმა გამოკვლევა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასეთ შემთხვევა დღემდე 16-ჯერ დაფიქსირდა, ყველა მათგანი ამ 2 კვირის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაში ჩვენ გვქონდა უარყოფითი რეაქცია კორონავირუსზე. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სიტემა საკმაოდ გამართულია ჩვენს ქვეყანაში.

გვაქვს სერიოზული რესურსი, რომ ყველა შემთხვევის ლაბორატორიული გამოკვლევა ვაწარმოოთ. ამას სჭირდება სინჯის აღებიდან და ლუგარის ლაბორატორიაში შესვლიდან დაახლოებით 4-5 საათი,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი თემები