თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ტექნიკური მარილი დაიყარა

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები განახორციელა. დაახლოებით, 80 ტონა  ტექნიკური მარილი დაიყარა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში,  სამუშაოები განახლდება.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 619050  ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე – 2 722222

მსგავსი თემები