“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის” – სტივ ჩაბოტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.

უკვე გაიმართა შეხვედრები კონგრესმენებსა და სენატორებთან. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში გამოგზავნილი კრიტიკული წერილებია.

კონგრესმენი სტივ ჩაბოტი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ის მადლობას უხდის ქართული მხარის სამხედრო დანაყოფს, ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლისთვის.

“ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოსთან პარტნიორობას ვაფასებთ და ვაფასებთ იმასაც, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ჩვენთან ერთად იბრძვიან. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს დიდი ხანია ოკუპირებული აქვს, თუმცა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის,”- განაცხადა სტივ ჩაბოტმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთლის განცხადებით, ამერიკა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სწორედ ამიტომ კრიტიკაც ყველაზე ხშირად მათი მხრიდან ისმის.

“ძალიან მიამიტური შეხედულებაა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ვინმე ამათ ინფორმაციას აწვდის, ოპოზიციონერები ან ინდივიდები საქართველოდან. აქ უზარმაზარი ინფორმაცია მოდის საელჩოებიდან და ინსტიტუტებიდან. მეორეც, როდესაც კრიტიკაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ არავინ არ დაამცრობს თავის რეპუტაციას, რომ დღეს ერთი თქვან, ხვალ მეორე. ისინი არიან საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები, კრიტიკაც ამიტომაა,”- განაცხადა გიგი წერეთელმა

მსგავსი თემები