მორის მაჩალიკაშვილი გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა.„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა.

მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებულები.

https://mcm.ge/20-21-ივნისის-მოვლენების-საქმ-2/

მსგავსი თემები