ლტოლვილები, რომლებიც 5 ჰექტრამდე მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან

იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იძულებით გადაადგილებული პირების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ეს არის მცირედი, მაგრამ მაინც ხელშეწყობა ჩვენი ლტოლვილებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები