ნარჩენების მართვის თემაზე, თელავისა და გურჯაანის სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა

კახეთის რეგიონში თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის I, II, III, IV სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი პროექტის “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შპს “ეკოლაიფი” ახორციელებს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრას თელავის I და II, ბუშეტის, იყალთოს, ნაფარეულის, კურდღელაურის, რუისპირის, ვანთის, გულგულის, კონდოლის საჯარო სკოლის, ასევე გურჯაანის I, II,III, IV საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზნებსა და გამოწვევებზე საუბრის პარალელურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა ინტერაქტიული დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: რა არის ნარჩენი, რატომ არის აუცილებელი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს მოსახლეობის, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების აქტიურ ჩართულობას ნარჩენების მართვის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებაში. ტრენინგის დროს სკოლის მოსწავლეებმა დაასახელეს ის პრობლემები, რომელიც ახალგაზრდების მხრიდან ნარჩენების მართვის სფეროში ინიციატივების გამოვლენას (იქნება ეს დასუფთავების აქციის ორგანიზება, თუ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პილოტირება ადგილებზე) მოჰყოლია მათი თანატოლებისა თუ უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან.

სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ USAID-ის ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები და ჰუდები, დახარისხების მოწოდების სლოგანებით.

მსგავსი თემები