პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან

​პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნების მოსაწყობად ემზადებიან.

აქციაზე გიორგი ვაშაძემ ბანერები მიიტანა, რომელზეც არის წარწერა – „სირცხვილია“.

ამასთან, პარლამეტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.

მსგავსი თემები