ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულს დღეს ციხიდან გაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს ციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს ისევ გადაიყვანენ. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, წინა გაყვანაზე პატიმარს გამოკვლევა იმ მიზეზით ვერ ჩაუტარეს, რომ აპარატი არ მუშაობდა.   

„ტატო ღარიბაშვილი დღეს ციხიდან ისევ უნდა გამოიყვანონ. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ კი ოპერაციის თარიღიც განისაზღვრება. წინა გამოყვანაზე  მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია იმიტომ ვერ გაკეთდა, რომ რაღაც აპარატი არ მუშაობდა“, – განაცხადა რომან ნადირაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.  

შეგახსენებთ, რომ ტატო ღარიბაშვილს, კონფლიქტისას ფეხზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ხელჯოხით გადაადგილდებოდა. ცოტნე გამსახურდიასთან ფიზიკური დაპირიპირებისა და ციხეში მოხვედრის შემდეგ კი მას მდგომარეობა გაურთულდა და მეორე ოპერაციაც დასჭირდა. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის თურქეთის კლინიკაში რჩება. ამ ეტაპისთვის, ხელოვნური კომიდან გამოყვანილია და ოდნავ, კონტაქტურია, რაც მზერის დაჭერასა და ხელის მოჭერაში გამოიხატება.   

მსგავსი თემები