2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია. გასულ თვეს, საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%), რუსეთიდან (+1.1%) და თურქეთიდან (+16.6%) შედგა.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა. 2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +57.3%, საუდის არაბეთი +49.8%, ყაზახეთი +44.8%, ქუვეითი +44.6% და სხვა.