“თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს” – ოსმან თურანი

“თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს”, – ამის შესახებ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან თურანმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მისი თქმით, შეხვედრაზე ზოგადი ბიზნეს გარემო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების საკითხები განიხილეს. 

„მადლობელი ვარ, რომ ჩვენი ასოციაცია პირველად ესწრება ამ შეხვედრას. ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირას საკითხები გადმოაგზავნა და დღეს ეს თემები განვიხილეთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ. აქ არ განიხილებოდა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები.

განვიხილეთ ზოგადი ბიზნეს გარემო. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებზე ენერგეტიკის სფეროში. იყო შეფერხება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით და შესაბამისმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ. თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ოსმან თურანმა.  

ინვესტორთა საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მსგავსი თემები