“კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება არ არის საჭირო” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის.

ტედროს ადან გაბრეისუსმა ყველა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტებზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, ნებისმიერ ქვეყანას ვირუსის დასაცავად მისაღები ზომების შესახებ რეკომენდაცია მისცეს.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში ამ ეტაპზე ძალიან ნელა ვრცელდება. გაბრეისუსის თქმით, ვირუსის დასამარცხებლად ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევაა აუცილებელი.

“ასევე, ვმუშაობთ Google-თან ერთად ერთად, რათა მომხმარებელთან, რომელიც კორონავირუსის შესახებ ინტერნეტში ინფორმაციას ეძებს, ძიების შედეგებში ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია გამოჩნდეს“, – განაცხადა ტედროს ადან გებრეისუსმა.

მსგავსი თემები