თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას კიევში დღეს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიევში ჩავიდა. ერდოღანი უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

კიევში გაფრენამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს და ანკარა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ზელენსკისთან საუბრის დროს, ერდოღანი ყირიმელი თათრების საკითხსაც განიხილავს.

მსგავსი თემები