ქარბუქი, ზვავსაშიშროება და შტორმი – დღეიდან მთელს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები