სირიაში ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა რუსეთის მხარდაჭერით იერიში იდლიბის პროვინციაზე მიიტანა. დაბომბილია ქალაქი სარმინი. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც.

თურქული მხარე ასადის რეჟიმისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს. ოფიციალურმა ანკარამ სირიის საზღვრისკენ მძიმე ტექნიკა უკვე გაგზავნა. იდლიბი სირიაში ერთადერთ პროვინციად რჩება, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ქვეყანაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.  

მსგავსი თემები