ამ ეტაპისთვის, გარდაცვლილია 361 ადამიანი, ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კი ვირუსი არ უდასტურდებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, „ახალი კორონავირუსით“ გარდაცვლილთა რაოდენობა 361 ადამიანია. უშუალოდ ვირუსის წყარო ქვეყანაში, ჩინეთში კი 57 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით „ახალი კორონავირუსის“ დადასტურებულ შემთხვევებს, 17 000 ადამიანს გადააჭარბა. აქედან, უშუალოდ ჰუვეის პროვინციაში 11 200-მდე დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, დანარჩენი შემთხვევები კი ჩინეთს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი, პირველადი ინფორმაციით, მათ „ახალი კორონავირუსი“ არ უდასტურდებათ, კვლევები გრძელდება და საბოლოო პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები