ჩინეთიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეებიდან ორს კორონავირუსი დაუდგინეს

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ჩინეთიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეებიდან ორს კორონავირუსი დაუდგინეს. 

ჩინეთიდან გერმანიაში პირველ თებერვალს 124 მოქალაქე ჩაიყვანეს. მათგან კლინიკაში დარჩა 11 ადამიანი. ერთზე ექიმებს კორონავირუსით ინფიცირების ეჭვი აქვთ, ხოლო 10 სხვა მიზეზებით არის ჰოსპიტალიზებული.

დანარჩენი 113 მგზავრი კი, კარანტინში გადაიყვანეს. მოგვიანებთ, მათგან ორს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფიცირებულები ფრანკფურტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები