საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.

მსგავსი თემები