ქართველმა მოკრივეს აშშ-ში 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება  

ნიუ-იორკის სასამართლომ მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.  39 წლის წარმატებულ მოკრივეს 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ხურციძე ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში დააკავეს და ბრალად ედება „რუსული მაფიის“ წევრობა და მონაწილეობა. მასთან ერთად დაკავებულია „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებს. სასამართლოს ინფორმაციით, ამ დაჯგუფებაში კიდევ 30 ადამიანი შედიოდა და ისინი  არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყვნენ დაკავებულები.

ავთანდილ ხურციძესა და რაჟდენ შულაიას საქმის პროკურორის ენდრიუ თომასის განცხადებით, შულაია ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ხურციძე კი მისი ჯარისკაცი.  ხურციძის ადვოკატი, მეგან ბენეტი კი აცხადებს, რომ ხურციძემ და შულაიამ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს და მათ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ ჰქონიათ.

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. 

მსგავსი თემები